თეგებით ძიება

თუ პროვოკაციაზე წამოვლენ, ხისტ პასუხს მიიღებენ - დეკანოიძე უცნობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ უცნობის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები რაიმე პროვოკაციაზე წამოვლენ, ისინი საკმაოდ ხისტ პასუხს მიიღებენ.

დეკანოიძის თქმითვე, ოპოზიციას აქვს ინფორმაცია, რომ აქციისთვის რეგიონებიდან საჯარო მოხელეები ჩამოჰყავთ.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ საჯარო მოხელეებს ეუნებიან მივიდნენ აქციაზე, ამიტომ ესაა ჩვეულებრივ „ქართული ოცნების“ მიერ დაორგანიზებული აქცია.

ვფიქრობ, იმ შემთხვევაში თუ ისინი პროვოკაციაზე წამოვლენ, მიიღებენ ხისტ პასუხს მათ შორის ჩვენგან“ - აღნიშნა დეკანოიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა