თეგებით ძიება

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი გმობს ყოველგვარ აგრესიას უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინასთან მიმართებაში საკუთარ გამოსვლაში მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა.

მისი თქმით, პარლამენტი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს ყველანაირ აგრესიას მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

„პრეზიდენტმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი უკრაინასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტიც მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს ყოველგვარ აგრესიას უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ,“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, აუცილებელია საქართველოს ელჩი კიევში დაბრუნდეს.

ინფორმაციისათვის, მარტის ბოლოს რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად აღმოსავლეთ უკრაინაში და ეს ყველაფერი გაამართლა წვრთნების სახელით.

ამავდროულად, რუსეთმა უარყო, რომ მათი სამხედრო მოძრაობები საფრთხეს უქმნის უკრაინას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა