თეგებით ძიება

ეს არის მიზანმიმართული იერიში კრიტიკული აზრის დახშობის მიზნით - ხოშტარია "ფორმულას" თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე

ტელეკომპანია "ფორმულაზე" განხორციელებული თავდასხმის ფაქტს "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არ არის რიგითი კონფლიქტი. ხოშტარიას შეფასებით, ძალადობრივი ფაქტი კრიტიკული აზრის დახშობის მიზნით განხორციელდა:

"საგანგაშო და უკიდურესად სახიფათოა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობა. ტელეკომპანია ფორმულას მძღოლებზე სხვადასხვა ადგილას განხორციელებული თავდასხმა ვერ იქნება და არ არის რიგითი კონფლიქტი. ეს არის მიზანმიმართული იერიში კრიტიკული აზრის დახშობის მიზნით. ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სიძულვილის ენის გამოყენება და გამუდგებული თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე, ახალისებს მსგავს თავდასხმებს.

ჩვენ არ შევეგუებით განსხვავებული აზრის დევნას, კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობას და მათზე ძალადობას.

სრული მხარდაჭერა ტელეკომპანია ფორმულას, მის ყველა თანამშრომელს და კრიტიკულ, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს" - აცხადებს ხოშტარია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა