თეგებით ძიება

უნდათ, რომ რუსთაველზე ის სუნიანი და ბინძური კარვები ავყაროთ - უცნობი, რომელიც ერთ დროს თავად ათენებდა კარვებსა და საკნებში, ოპოზიციას აკრიტიკებს

უცნობის მიერ ფორმალურად ორგანიზებული აქცია, რომელიც ხან პატრიარქის მიმართ მხარდაჭერის შეკრებად, ხანაც მარადისობის დღედ მონათლეს და თითქოს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნებოდა, სინამდვილეში ოპოზიციის კონტრაქცია აღმოჩნდა და ეს თავად უცნობმაც დაადასტურა სიტყვით გამოსვლისას, როდესაც პარლამენტის წინ გაშლილი კარვების აყრაზე დაიწყო საუბარი.

ეს ის უცნობია, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ არა ერთი ღამე გაათენა კარავსა თუ სიმბოლურ საკანში, იპოდრომზე ხალხიც შეკრიბა, რათა მესამე პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩაეშალა და მაშინ უამრავი ადამიანი გულწრფელად ენდო მას, რადგან სხვა ალტერნატიულ ძალას ვერ ხედავდა ოპოზიციაში, მოულოდნელად კი აქცია ისევ უცნობმა ჩაშალა, რამდენიმე თვის წინ კი თავად აღიარა, რომ აქციის ჩაშლის მიზეზი სააკაშვილთან გარიგება გახდა.

ეს სწორედ ის უცნობია, რომელიც მარტივად გაიყიდა და აქციაზე შეკრებილი ადამიანების ნდობა სანაგვეში მოისროლა, რადგან სააკაშვილმა მისი პირადი კეთილდღეობისთვის გარკვეული დაპირებები მისცა. როგორც თავადვე აღიარა, სააკაშვილმაც "გადააგდო" და ახლა მისი სიძულვილით თავიდან აღვსილი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ კონტრაქციას მართავს და სურს, რუსთაველზე გაშლილი კარვები აყაროს:

"ამათ ჰგონიათ და უნდათ, კი არ ჰგონიათ და გვიწვევენ, რომ რაღაცნაირად, რუსთაველზე მოხდეს ამ კარვების აყრა. იმ სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა. ყველამ ნახა ვის უყვარს საქართველო და ვის არა. ელემენტარულად, ერთი დღით არ აალაგეს ეს კარვები, რომ ხალხი მისულიყო და პატივი მიეგო, მაგრამ არაუშავს, რაც მათ უნდათ, ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ, ეს კარგად გაიგონ, ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და დავრჩებით ასე" - განაცხადა უცნობმა აქციაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა