რუსული ოკუპაციის უსამართლო და აგრესიულ ხასიათი განსაკუთრებით იგრძნობა ამ მდინარის გადმოკვეთის დროს მოქალაქეების ტრაგიკულად დაღუპვის ფონზე - ლიეტუვის ელჩი
ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა ენგურის ხიდზე საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. კალინდრამ "ტვიტერზე" ფოტოები გამოაქვეყნდა და დაწერა, რომ რუსული ოკუპაციის უსამართლო და აგრესიულ ხასიათი განსაკუთრებით იგრძნობა ენგურის გადმოკვეთის დროს მოქალაქეების ტრაგიკულად დაღუპვის ფონზე:
"სევდიანი ვიზიტი მქონდა ენგურის ხიდის გადასასვლელ პუნქტთან, რომელიც აღნიშნავს საოკუპაციო ხაზს აფხაზეთთან. რუსული ოკუპაციის უსამართლო და აგრესიულ ხასიათი განსაკუთრებით იგრძნობა ამ მდინარის გადმოკვეთის დროს მოქალაქეების ტრაგიკულად დაღუპვის ფონზე. საქართველო დღეს ეროვნული ერთიანობის დღეს აღნიშნავს", - დაწერა კალინდრამ Twitter-ზე.