თეგებით ძიება
09. 04. 2021 მსოფლიო

ზახაროვას მუქარა: უკრაინის ნატოში გაწევრიანებას უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის შეუქცევადი შედეგები ექნება

რუსეთის საგარეო უწყება ზელენსკის ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესახებ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან იენს სტოლტენბერგთან საუბრის დროს გააკეთა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის შეუქცევადი შედეგები ექნება.

"ყურადღება მივაქციეთ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ნატოში გაწევრიანება რეგიონში კონფლიქტს დაასრულებს. ალიანსში შესაძლო გაწევრიანება უკრაინაში მშვიდობას არ მოიტანს. პირიქით, ეს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მასშტაბურ ესკლაციას გამოიწვევს, რამაც უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის, შესაძლოა, შეუქცევადი შედეგები მოიტანოს“, - აღნიშნა ზახაროვამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა