ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც სიყვარული არ შეუძლია
ყველა ადამიანს არ შეუძლია, ისე უყვარდეს, რომანებში რომ არის აღწერილი და, როგორც აღმოჩნდა, ამას თავისი მიზეზები აქვს...
ტყუპები
ტყუპები შეიძლება რომანტიკულები იყვნენ, გითხრან კიდეც „მე შენ მიყვარხარ“. მაგრამ ისინი ეგოისტები არიან და ხშირად იცვლებიან. თუკი გულისსწორს იპოვიან, მაშინ ურთიერთობა დასაწყისში მჩქეფარე იქნება, ხოლო შემდეგ მდოვრედ გაგრძელდება.
ტყუპები დინამიკური ადამიანები არიან, ამიტომაც იშვიათად სურთ შვილები, ქორწინება, რუტინა. თუკი მათ ცხოვრებას მუდმივად ნათელი ემოციებით აავსებთ, მაშინ ისინი თქვენ გვერდით დაღლილობას აღარ იგრძნობენ, მაგრამ ამგვარ ურთიერთობაში მთელი ტვირთი თქვენი სათრევი გახდება. გახსოვდეთ - ტყუპებს მხოლოდ აღება შეუძლიათ და სანაცვლოდ არაფერს იძლევიან. მათ პასუხისმგებლობის ეშინიათ, ამიტომაც მუდამ ეძებენ მიზეზს, რათა ოჯახურ მოვალეობებს თავი დააღწიონ.
თხის რქა
თხის რქა შრომისმოყვარეა, ამიტომაც სიყვარულისთვის დროს ყოველთვის ვერ პოულობს. თავის მეორე ნახევარს რომ შეხვდეს, თხის რქისგან სიყვარულის დიდ გამოვლენას არ უნდა ელოდოთ. ეს ადამიანები ხშირად წვრილმანდებიან და ავიწყდებათ, რომ ვიღაცას ისინი უყვარს. ისინი პირად საქმეებში ეფლობიან და ახლობელი ადამიანები ავიწყდებათ. თხის რქები მოსაწყენები არიან, ამიტომაც მათთან თანაცხოვრებისას სიყვარულის ვნება თქვენი გასაჩაღებელი იქნება.
შეყვარებული თხის რქები სიყვარულს ძალიან უინტერესოდ და უმარილოდ გამოხატავენ. მეორე ნახევრის მხრიდან სიყვარულის გამოვლენას კი სავალდებულოდ მიიჩნევენ. ამ ჯიუტ ხალხთან კამათი შეუძლებელია. ამ დროს ამ ენერგეტიკული ვამპირებიდან ნეგატივის დიდ დოზასაც მიიღებთ.
მერწყული
მერწყულები აღმერთებენ თავისუფლებას და ურთიერთობებშიც დამოუკიდებლობა სურთ. მათ მსუბუქი სიყვარული ურჩევნიათ, რომელსაც მოვალეობა არ ახლავს. ისინი მუდამ მხარში ამოუდგებიან მეორე ნახევარს, მაგრამ ცუდ დამოკიდებულებას ვერ მოითმენენ. სიყვარულს მერწყულები მხოლოდ დასაწყისში გამოხატავენ, მაგრამ, როცა კანფეტების პერიოდი დასრულდება, ისინი მოსაწყენ ადამიანებად გადაიქცევიან. ისეთი გრძნობა გაგიჩნდებათ, თითქოს ქორწინებაში უკვე 10 წელი იმყოფებით და ბავშვების მთელი არმია გყავთ.
მერწყულები ადამიანებს აფასებენ, მაგრამ მათგან მალე იღლებიან. ამის მიუხედავად, მეორე ნახევრებთან დაშორებას არ აპირებენ. მოკლედ, მერწყულის შეყვარება ძვირი დაგიჯდებათ. შეიძლება მათ ქარიზმას, ენაკვიმატობასა და გარეგნობას დახარბდეთ, მაგრამ რამდენიმე თვეში ყველაფერი ეს გაქრება.
მორიელი
მორიელები სასტიკები არიან, მაგრამ იმ დრომდე, სანამ ბოლომდე არ შეგიცნობენ. მათ ჯერ ადამიანი უნდა გაიცნონ და უკვე შემდეგ გაენდონ. ქორწინებაშიც კი ისინი ხშირად უკარებები არიან. ამ დროს მათი გაგება რთულია. მორიელს შეუძლია გრძნობების გამჟღავნება, მაგრამ მათი არაპროგნოზირებადობა ყველაფერს აფუჭებს. მორიელის შესაყვარებლად ადამიანს დიდი მოთმინება დასჭირდება.
მორიელების გამოხდომები შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს - მაშინაც კი, როცა ოჯახს შექმნით და შვილები გეყოლებათ. ერთი სიტყვით, მათგან ნორმალურად სიყვარულს არ უნდა ველოდოთ.
კირჩხიბი
კირჩხიბებს არ უყვართ - ისინი უბრალოდ პოულობენ ადამიანს, რომელიც ოჯახის შესაქმნელად გამოადგებათ. ეს ადამიანები საკმაოდ რომანტიკულები და საინტერესოები არიან, მაგრამ მხოლოდ დასაწყისში. გარკვეული დროის შემდეგ და, მით უმეტეს, ქორწინების შემდეგ ნათელი გრძნობები და ემოციები არ გექნებათ, მაგრამ ცხოვრება მოსაწყენი ნამდვილად არ გახდება. კირჩხიბებს ადამიანებზე ზრუნვა შეუძლიათ, მაგრამ მათი შეყვარება - ნურას უკაცრავად.
მათ გვერდით სიმშვიდე და სითბოა. მაგრამ ბევრი ტკბილი პრობლემებს იწვევს. ზოგჯერ მეგობრებთან შეხვედრაა საჭირო ან უქმეებზე სადმე წასვლა. კირჩხიბები ამ მხრივ თხის რქებს ჰგვანან. მათ არ უყვართ სპონტანური გადაწყვეტილებები, ყველაფერი დაგეგმილი მოსწონთ. კირჩხიბებს ინტიმურ ცხოვრებაშიც კი ყველაფერი განრიგით აქვთ. მათგან ვნებასა და ემოციებს არ უნდა ელოდოთ.