თეგებით ძიება
10. 04. 2021 მსოფლიო

პრინც ფილიპს ორჯერ დაკრძალავენ

დიდი ბრიტანეთის პრინც ფილიპს, მისი უკანასკნელი სურვილის შესაბამისად, უინძორის ციხესიმაგრეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში, კერძო სამარხში დაკრძალავენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mirror წერს.

თუმცა, გამოცემის ცნობით, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, პრინცის ცხედარს გიორგი VI-ის მემორიალურ სამლოცველოში გადაასვენებენ და დედოფლის გვერდით დაკრძალავენ.

დედოფალ ელისაბედ II-ის მეუღლე ფილიპი 99 წლის ასაკში 9 აპრილს გარდაიცვალა. იგი საავადმყოფოში 17 თებერვალს მოათავსეს და გულზე ოპერაცია გაუკეთეს. ჰერცოგი გუშინ, უინძორის სასახლეში, საკუთარ საწოლში გარდაიცვალა.

report.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა