თეგებით ძიება
11. 04. 2021 მსოფლიო

უფასო ქათმის ფრთები, კვერცხები, სუპერმარკეტების ვაუჩერები და ფულადი პრიზები - ჩინეთში ვაქცინაცია საჩურქების ფონზე მიმდინარეობს

უფასო ქათმის ფრთები, კვერცხები, ფქვილი, სუპერმარკეტების ვაუჩერები, პარკების ბილეთები და ფულადი პრიზები - ჩინეთის მთავრობა და ბიზნესი მოსახლეობას ვაქცინაციის სანაცვლოდ საჩუქრებს სთავაზობს.

ჩინეთის ჯანდაცვის წარმომადგენლების ინფორმაციით, მოსახლეობის მხოლოდ 4%-ია აცრილი. ქვეყნის ხელისუფლების მიზანი კი, წლის ბოლომდე მოსახლეობის 64 %-ის ვაქცინაციაა.

ორშაბათს ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ ვაქცინების 140 მილიონი დოზაა მიღებული და ათვისებული ვაქცინების სავარაუდო რაოდენობა დღეში 10 მილიონს მიაღწევს.

მთავრობა აღნიშნული ინიციატივით საზოგადოების ჩინური ვაქცინების უსაფრთხოების დასარწმუნებლად გამოვიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა