თეგებით ძიება

კვირის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 12 აპრილიდან 19 აპრილამდე

კვირის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა გამოცდა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 12 აპრილიდან 19 აპრილამდე.

ვერძი
ამ კვირაში ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული და მიიღებთ ყველაფერს, რაც გინდათ ცხოვრებისგან და სიყვარულისგან! სიყვარული ყოველთვის იქნება თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის - მაგრამ გახსოვდეთ, გაითვალისწინეთ იმ ადამიანების რჩევა, ვინც თქვენზე ზრუნავს. თქვენ კარგ მდგომარეობაში იქნებით სიყვარულის, ფლირტისა და ტკბილი საუბრისთვის. ფრთხილად შეისწავლეთ რა გიშლით ხელს სასიყვარულო ურთიერთობებში.

კურო
ამ კვირის დაწყებისთანავე შეიძლება დისტანცირება მოხდეს თქვენსა და შეყვარებულს შორის. გახსოვდეთ, რომ სიყვარული და დამოუკიდებლობა ერთმანეთს არ გამორიცხავს, თუ ურთიერთობა საშუალებას გაძლევთ იყოთ საკუთარი თავი. თუ მარტოხელა ხართ, ეს კვირა არაჩვეულებრივია ახალი პიროვნების გაცნობისთვის. ამ პერიოდში შეეცადეთ შეინარჩუნოთ ემოციური სტაბილურობა.

ტყუპები
ამ კვირის დაწყებისთანავე შეიძლება გრძნობდეთ წინააღმდეგობას გულსა და გონებას შორის. გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ ახალი მეგობრები, რომლებიც შესაძლოა გადაიზარდონ სერიოზულ ურთიერთობებში. არ შეგეშინდეთ საკუთარი თავის წარდგენის. ამ კვირაში შესაძლოა გქონდეთ ძალიან ბევრი ცდუნება. თქვენი ენერგია მიმართეთ საკუთარი თავის სიყვარულისკენ.

კირჩხიბი
თქვენ გრძნობთ თავს ემოციურად და ეს განსაკუთრებით აისახება თქვენს პირად ცხოვრებაზე. შესაძლოა გყავდეთ ძალიან ბევრი საიდუმლო თაყვანისმცემელი. ამ კვირაში შესაძლოა იყოთ საკმაოდ მორცხვი, თუმცა გირჩევთ, რომ მოიკრიბოთ სითამამე და არ შეუშინდეთ წინააღმდეგობებს, თუ სხვადასხვა გამოწვევას სიყვარულში. არც კი იფიქროთ გადაწყვეტილებების მიღება, სანამ ნამდვილად მზად არ იქნებით.

ლომი
შეიძლება კონცენტრირებული იყოთ ერთ დეტალზე, იმის ნაცვლად, რომ გადადგეთ ნაბიჯი და გაითვალისწინოთ სრული სურათი. ჩამოთვალეთ თქვენი ურთიერთობის დადებითი და უარყოფითი მხარეები და კარგად გააანალიზეთ ყველაფერი. შესაძლოა გქონდეთ მცირე პრობლემები ურთიერთობებში, თუმცა არ შეშინდეთ, რადგან ეს ყველაფერი დროებითია. ისარგებლეთ ყველა შემთხვევით და გაეცანით ვინმეს, შეიძლება მოგვიანებით ეს ყველაფერი ურთიერთობაში გადაიზარდოს.

ქალწული
რომანტიკა აუცილებლად დაისადურებს თქვენს გულში. არაფერია ცუდი თუკი თქვენ ადამიანი უეცრად შეგიყვარდათ. შესაძლოა იყოთ ამბიციური და არავითარ შემთხვევაში არ ჩაახშოთ თქვენი ამბიციები. არ არის გამორიცხული, რომ გქონდეთ თქვენი საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში, თუმცა გული არ დაიწყვიტოთ ძვირფასო ქალწულო, წინ ძალიან საინტერესო კვირა გელოდებათ.

სასწორი
კვირის დასაწყისში თავს განსხვავებულად და მნიშვნელოვნად იგრძნობთ. საშუალება გექნებათ უფრო ღრმა კავშირი დაამყაროთ თქვენს მეორე ნახევართან. ეს კვირა სითბოთი და ულევი სიყვარულით იქნება სავსე. ასევე ეს კვირა გაძლევთ გაცნობის ახალ შესაძლებლობებს მათ, ვინც ჯერ კიდევ მარტო ხართ. შესაძლოა უფრო მეტად შეგეშინდეთ გულის გატეხვის ამ კვირაში.

მორიელი
მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ქმედებები ასახავდეს თქვენს სიტყვებს. შეიძლება თქვენ ან თქვენს საყვარელ ადამიანს გაგიჩნდეთ განცდა, თითქოს ერთმანეთისთვის მიცემული დაპირებები არ სრულდება. გულწრფელობა ამ დროს მხოლოდ გააძლიერებს თქვენს ურთიერთობებს. დაუმტკიცეთ ერთმანეთს, რომ თქვენ ხართ კარგი პარტნიორი, ამავე დროს, არსებობს შანსი, რომ ერთმანეთი გააკვირვოთ.

მშვილდოსანი
სიყვარულის გრძნობის მიღება დამათრობელია თქვენთვის, მაგრამ ამან შეიძლება ორიენტაცია დაგაკარგვინოთ. შეიძლება ისეთი შეგრძნება გქონდეთ, რომ თქვენ ისე არ აკონტროლებთ თქვენს გრძნობებს, როგორც საჭიროა. გახსოვდეთ - სიყვარული ყოველთვის რისკია და თქვენ არასდროს არ უნდა შეგეშინდეთ გარისკვის, განსაკუთრებით ამ პერიოდში.

თხის რქა
თქვენი ემოციური საჭიროებები პიკს აღწევს ძვირფასო თხის რქებო. შესაძლოა თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ჰქონდეს კონფლიქტი თქვენს მეორე ნახევართან და ყველანაირად შეეცადეთ, რომ ვითარება დაასტაბილუროთ. ამ კვირაში შესაძლოა მოგიწიოთ თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება და არავითარ შემთხვევაში არ მოერიდოთ ამ პრობლემებს.

მერწყული
შესაძლოა ამ კვირაში გაგიჭირდეთ საეთო ენის გამონახვა თქვენს მეორე ნახევართან. ამ კვირაში შეგიძლიათ თავისუფლად მიენდოთ საკუთარ ინტუიციას და დრო არ დაიღალოთ უაზრო ფიქრებით. მიეცით საშუალება თქვენს საყვარელ ადამიანს გაამჟღავნოს ის, რისი თქმაც სურს, რადგან ეს დადებითად აისახება თქვენს ურთიერთობებზე.

თევზები
გახსოვდეთ, რატომ ხართ განსაკუთრებული - იმიტომ, რომ არ გჭირდებათ ვინმეს მოწონება საკუთარი თავის დასაფასებლად. კარგი იქნება, თუკი მეტ დროს გაატარებთ სახლში თქვენს საყვარელ ადამიანთან, უყურეთ რაიმე საინტერესო ფილმს ან უბრალოდ ისაუბრეთ და გაუზიარეთ ერთმანეთს თქვენი აზრები ამ გზით თქვენ უფრო ღრმად გაიცნობთ საკუთარ თავს და ერთმანეთს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა