თეგებით ძიება

შესანიშნავი ბოსტნეულის კერძი „ედემი“

ინგრედიენტები:

ყაბაყი - 300 გ

სტაფილო - 1 ც.

ხახვი - 1 ც.

პომიდორი - 1 ც.

ყველი - 50 გ

მარილი, პილპილი

ოხრახუში, კამა

სოუსი:

კვერცხი - 2 ც.

რძე - 100 მლ

მარილი, პილპილი

მომზადება:

ყაბაყი გაფცქვენით, მოაცილეთ თესლები და დაჭერით თხელ ნახევარ რგოლებად. ხახვი, სტაფილო და პომიდორი ასევე დაჭერით ნახევარ რგოლებად.

ღუმელის ფირფიტას წაუსვით ზეთი და გადაიღეთ დაჭრილი ბოსტნეული. მოაყარეთ მარილი, პილპილი.

შებრაწეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში. როგორც კი ბოსტნეული შეიბრაწება, გამოიღეთ, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და მოასხით სოუსი.

ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით ღუმელში კიდევ 5-7 წუთით.

სოუსისთვის: კვერცხი ოდნავ ათქვიფეთ, დაამატეთ რძე, მარილი, პილპილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა