თეგებით ძიება
12. 04. 2021 მსოფლიო

BAFTA 2021-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

ბრიტანეთის კინოსა და ტელეხელოვნების აკადემიის (BAFTA) დაჯილდოების 74-ე ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ცერემონია ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ოთხ მთავარ ნომინაცია გამარჯვებული „ნომადლენდი“ გახდა - ფილმის ავტორი ქლოი ჟაო საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს, მთავარი როლის შემსრულებელი ფრენსის მაკდორმანდი საუკეთესო მსახიობ ქალად, ჯოშუა ჯეის რიჩარდსი კი საუკეთესო ოპერატორად. თვითონ სურათი წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს.

ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი კაცი“ სერ ენტონი ჰოპკინსმა გაიმარჯვა, ფილმისთვის „მამა“. სურათმა ასევე გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ადაპტირებული სცენარი“. მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესო შემსრულებლებად BAFTA-ს ჟიურიმ დანიელ კალუია („იუდა და შავი მესია“) და იუნ იო-ჯონი („მინარი“) დაასახელა.

საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში კი გამარჯვება სტუდია Pixar-ის ნამუშევარმა „სპრენი“ მოიპოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა