თეგებით ძიება
12. 04. 2021 მსოფლიო

ჯიბუტის სანაპიროსთან ნავი ამობრუნდა - 34 მიგრანტი დაიღუპა

ჯიბუტის სანაპიროსთან ნავის ამობრუნების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა. ისინი იემენში ჩასვლას ცდილობდნენ. ამის შესახებ Aljazeera იუწყება. საერო ჯამში ნავში, რომლითაც მიგრანტები კონტრაბანდული გზით გადაადგილდებოდნენ, 60 ადამიანი იმყოფებოდა.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვია. ნავი შტორმში ამობრუნდა.

სრუტე, რომელიც ჯიბუტს და იემენს ერთმანეთისგან აშორებს, იმითაა უჩვეულო, რომ იქ მიგრანტები და ლტოლვილები ორივე მხარეს გადაადგილდებიან. იემენიდან აფრიკაში ადამიანები მირბიან, რომ ომს თავი დააღწიონ, ხოლო ჯიბუტიდან იემენში ადამიანები უკიდურესი გაჭირვების გამო გარბიან. მათ იმედი აქვთ, რომ შემდეგ არაბეთის ნახევარკუნძულზე უკეთეს პირობებს და სამუშაოს იშოვიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა