„შანსი არაა „ოცნება“ მაგაზე წამოვიდეს“ - ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ მოთხოვნებზე
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით ხელისუფლება „გირჩის“ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, რადგან თითოეული თავისი შინაარსით ძალაუფლების ნაწილის დათმობას გულისხმობს.
„კარგი პუნქტებია, მაგრამ შანსი არაა მაგაზე „ოცნება“ წამოვიდეს. რომელიმეზე, მაქსიმუმ დაჰპირდნენ, მოატყუონ და გადააგდონ. მახსოვს, როცა 7-ის ნაცვლად 1 იყო სრულად პროპორციული ბარიერის გარეშე და შემოვდივართო და არ შეასრულა „ოცნებამ“.
ახლა უბრალოდ 6 დაამატეს და ასარჩევს აძლევენ მეტს. სინამდვილეში, ნებისმიერი ეგ პუნქტი რაღაც თვალსაზრისით გულისხმობს ძალაუფლების დათმობას ივანიშვილის მხრიდან და ივანიშვილი ძალაუფლებას არ დათმობს“, - აღნიშნა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, რომ „გირჩმა“ საპარლამენტო მანდატების გამოყენების წინაპირობად 7 პუნქტიანი გეგმა დაასახელა, რომელთაგან ერთის სრულად შესრულების შემთხვევაშიც კი პარტიის დეპუტატები პარლამენტში შევლენ.