ჯო უილსონი ბიძინა ივანიშვილს ომის დამნაშავე პუტინის, "ჩინეთის კომუნისტური პარტიისა" და თეირანის რეჟიმის მარიონეტს უწოდებს (ვიდეო)
მორიგი კრიტიკული გზავნილები აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის მხრიდან.
ჯო უილსონი ბიძინა ივანიშვილს ომის დამნაშავე პუტინის, "ჩინეთის კომუნისტური პარტიისა" და თეირანის რეჟიმის მარიონეტს უწოდებს.
მისი თქმით, „ივანიშვილის რეჟიმი დიდ საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისთვის“.
ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლის დროს კონგრესმენმა განაცხადა, რომ ივანიშვილი ცდილობს საქართველო და ქართველი ხალხი გაყიდოს მისი დიქტატურის სასარგებლოდ. ჯო უილსონმა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრის თეირანში ვიზიტიც გაიხსენა და დიდი ღრმაწყლოვანი პორტის საკითხსაც შეეხო.