თეგებით ძიება

13-14 აპრილი ასტროლოგიაში უმნიშვნელოვანესი დღეებია

მზისა და მთვარის ეგზალტაციაა (ამაღლება), ასე რომ, ამაღლდით ცხოვრებაში, – ამ შინაარსის პოსტს ასტროლოგი რამაზ გიგაური აქვეყნებს და ორ უმნიშვნელოვანეს დღეზე შემდეგ განმარტებას აკეთებს:

„13-14 აპრილი საკმაოდ პოზიტიური დღეებია. ამ დღეებში მზე – ვერძის, ხოლო მთვარე კი კუროს ზოდიაქოში იქნება განთავსებული. ეს ორივე პოზიცია ვერძი – მზისთვის, ხოლო კურო – მთვარისთვის ეგზალტაციის ნიშნებია.

ეგზალტაციას ძველქართულ ასტროლოგიაში ამაღლება ეწოდება, რაც ნიშნავს მზის, მთვარის თუ რომელიმე პლანეტის ძლიერად, ინტენსიურად გამოვლენას. მზე – ეს არის ეს შინაგანი არსი, „მე“, რეალიზაცია, ხოლო მთვარე – ემოცია, ქვეცნობიერი.
აქედან გამომდინარე, ეს დღეები სასიკეთო იქნება საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის, საკუთარი მიზნების გადახედვისთვის და მათში ცვლილების შეტანისთვის, „მე“-ს გაძლიერებისთვის, პიროვნული განვითარებისთვის, საკუთარ თავზე (შინაგანი – ფსიქოლოგიური, ეზოთერული) მუშაობისთვის, პრობლემის გაცნობიერებისთვის, კრიზისის მოგვარების დაწყებისთვის, კომპლექსების აღმოფხვრისთვის, ემოციური განტვირთვისთვის, შიშის გადალახვისთვის, წარსულის ანალიზისთვის, მომავლის დაგეგმისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის“, – წერს რამაზ გიგაური.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა