თეგებით ძიება
13. 04. 2021 მსოფლიო

23 მაისიდან ისრაელი უცხოელი ვაქცინირებული ტურისტების ჯგუფებს მიიღებს

23 მაისიდან ისრაელი უცხოელი ვაქცინირებული ტურისტების ჯგუფების მიღებას იწყებს. შესაბამისი პროგრამა ქვეყნის ჯანდაცვისა და ტურიზმის სამინისტროებმა შეიმუშავეს.

პირველ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფების შემოსვლა იქნება დაშვებული, ვინაიდან მათი გადაადგილების შესწავლა გაცილებით მარტივია. თუ ეპიდვითარება არ გაუარესდა, პირველი ეტაპის შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ინდივიდუალურ ტურისტებთან დაკავშირებით

თვითმფრინავში ასვლამდე ტურისტებმა PCR-ტესტი უნდა ჩააბარონ, ხოლო ისრაელში ჩასვლისას კიდევ ერთხელ ჩააბარონ PCR-ტესტი და სეროლოგიური ანალიზი ვაქცინაციის დასადასტურებლად. გარდა ამისა, გაგრძელდება ორმხრივი მუშაობა ქვეყნებთან ვაქცინაციის სერტიფიკატების აღიარების მიმართულებით, რათა სეროლოგიური კვლევის ჩატარების აუცილებლობა მოიხსნას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა