თეგებით ძიება
13. 04. 2021 მსოფლიო

მსოფლიოში პირველად ბავშვი სამი პენისით დაიბადა

ერაყის ქალაქ დაჰუკში, ბავშვი სამი პენისით დაიბადა. Journal of Surgery Case Reports-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბიჭს დაბადებისას "ზედმეტი ნაწილები" არ აღენიშნებოდა, ეს მხოლოდ სამი თვის შემდეგ შენიშნემს მისმა მშობლებმა და საავადმყოფოში წაიყვანეს.
შემოწმების შემდეგ, ექიმებმა გააცნობიერეს, რომ კანის დამატებითი ნაჭრები სინამდვილეში პენისია, ერთი დაახლოებით 2 სმ სიგრძისა და მეორე დაახლოებით 1 სმ.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეს მსოფლიოში ტრიფალიის ანუ სამმაგი პენისის პირველი შემთხვევაა ადამიანებში. ტრიფალია გახლავთ მდგომარეობა, რომელშიც ემბრიონული განვითარების ეტაპზე ყალიბდება სამი ფალოსი.
აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევამდე ტრიფალია ადამიანებში არ ყოფილა, დიფალია - ანუ ორმაგი პენისი - ცნობილი სამედიცინო მდგომარეობაა 1600-იანი წლებიდან. თავად კვლევაში ნათქვამია, რომ დიფალია გვხვდება ყოველ 5-6 მილიონ ახალშობილში.
უცნობია, რამ გამოიწვია ბიჭუნას პათოლოგია. კვლევის თანახმად, დედის ორსულობისას მედიკამენტების ან ქიმიური ნივთიერებების მიღება არ დასტურდება.
მოხსენების თანახმად, ბავშვს ორივე დამატებითი პენისი უპრობლემოდ მოაშორეს და პროცედურის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა