თეგებით ძიება
13. 04. 2021 მსოფლიო

„წნევა, შაქარი მაწუხებს, დაუძლურებული ვარ“ - ავსტრიაში ჯანდაცვის მინისტრი გადადგა

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი რუდოლფ ანშობერი თანამდებობიდან გადადგა და ეს გადაწყვეტილება გადაღლილობით ახსნა. ინფორმაციას Kurier ავრცელებს.

„ამეწია შაქრის დონე და არტერიული წნევა. ბოლო რამდენიმე კვირაა თავს შეუძლოდ ვგრძნობ. ჩემთვის ეს 15 თვე, რაც პანდემია გრძელდება, იყო 15 წლის ტოლფასი“ - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

ანშობერმა ასევე განაცხადა, რომ ის ამ ხნის განმავლობაში ბევრ მუქარას იღებდა და ამას პოლიცია იცავდა. ყოფილი მინისტრის თქმით, პანდემიამ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა და ის უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდა, რისი გაძლებაც მუდმივად შეუძლებელია.

ანშობერმა ასევე განაცხადა, რომ ავსტრიას ჯანდაცვის ისეთი მინისტრი სჭირდება, რომელიც საკუთარ თავს 100%-ით ამ კრიზისის გადაჭრას დაუთმობს.

ცნობისთვის, ანალოგიური შემთხვევა გასული წელს ნიდერლანდებში მოხდა, სადაც გადაღლილობის გამო ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრი ბრუნო ბრუინზი გადადგა. მან პარლამენტში გამართული დისკუსიის დროს გონება დაკარგა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა