თეგებით ძიება
13. 04. 2021 მსოფლიო

აიკრძალოს გარეული ცხოველებით ვაჭრობა - ჯანმო, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა , ცხოველთა ჯანმო

საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამამ (UNEP) და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (OIE) მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდეს დაკეტონ გარეული ცხოველების ბაზრები, სადაც ცოცხალი ძუძუმწოვრებით ვაჭრობენ. მათი თქმით, ინფექციური ვირუსების გავრცელების 70% სწორედ ასეთ ადგილებს უკავშირდება.

"შეაჩერეთ გარეული ძუძუმწოვრებით ვაჭრობა კვების ან გამრავლების მიზნით, იქამდე, სანამ არ იქნება უსაფრთხოების სათანადო ზომები მიღებული", - ნათქვამია WHO-ს, OIE-სა და UNEP-ის ერთობლივ განცხადებაში.

მათი თქმით, ცხოველები, განსაკუთრებით კი გარეული ძუძუმწოვრები, წარმოადგენენ ადამიანებში ინფექციური დაავადებების გავრცელების ძირითად წყაროს.

”როდესაც გარეულ ცხოველებს ამყოფებენ გალიებში, კლავენ მათ და გადაადგილებენ ერთი ადგილიდან მეორეზე, ეს ადგილები ბინძურდება სხეულის სხვადასხვა ნარჩენებით, რაც ზრდის იმის შანსს, რომ ინფექციები გადავა ადგილზე დასაქმებულებსა და მომხმარებლებში,”- ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ჩინეთმა ველური ცხოველების ბაზრობები აკრძალა, მაგრამ კანონიერი ხარვეზები საშუალებას იძლევა ზოგიერთი დაავადებისადმი მიდრეკილი ჯიშები ქვეყანაში მაინც მოაშენონ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა