თეგებით ძიება
13. 04. 2021 მსოფლიო

ახდენილი ოცნება - 17-წლიანი ლოდინის შემდეგ წყვილს ექვსი ტყუპი შეეძინა (ფოტოები)

ადებოი და აჯიბოლა ტაივოები შვილს 17 წელი ელოდებოდნენ. ლოდინმა და უამრავმა მცდელობამ ფუჭად არ ჩაიარა და 17-წლიანი ლოდინის შემდეგ მათ ექვსი ტყუპი შეეძინათ.

როგორც CNN-ი იტყობინება, ბავშვები, გასულ კვირას, საკეისრო კვეთის ვირჯინიის შტატის კლინიკაში გაჩნდნენ.

წარმოშობით ნიგერელიელ ადებოი და აჯიბოლა ტაივოებს, ნოემბერში, პირველ ულტრაბგერით კვლევაზე , როდესაც ბავშვების გულისცემა მოასმენინეს უთხრეს, რომ ოთხი ტყუპის მშობლები გახდებოდნე.

მორიგ ვიზიტზე კი შეიტყვეს, რომ ექვს ახალშობილს ელოდებოდნენ.

„აღფრთოვანებული ვიყავი. ცხოვრებაში პირველად, ჩვენ შვილები უნდა გვყოლოდა“ - განაცხადა ადებოიმ.




ექვსი ტყუპის ჩასახვის შემთხვევები ძალიან იშვიათია. სიენენის ცნობით, 2015 წელს აშშ-ში დაახლოებით 4 მილიონი ბავშვი დაიბადა, მათგან 6 ტყუპი მხოლოდ 24 შემთხვევა დაფიქსირდა.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ორსული ქალი ექვსი ტყუპის დედა უნდა გამხდარიყო, მასზე ზრუნვა ექიმთა 40-კაციანმა ჯგუფმა დაიწყო, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ორსულობა ზედმეტი გართულებების გარეშე ჩაივლიდა.

30-კვირიანი ორსულობის შემდეგ კი 6 ტყუპი დედამიწას მოევლოინა.

ისინი 2017 წლის 11 მაისს დაიბადნენ.

ახალშობილების დედა კლინიკიდან ერთ კვირაში გაწერეს, პატარები კი ნაადრევი დაბადების გამო ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა