თეგებით ძიება
13. 04. 2021 მსოფლიო

მსოფლიო, შესაძლოა, ბანანის გარეშე დარჩეს

დაავადებამ, სახელწოდებით Tropical Race 4 (TR4), ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში აქტიურად დაიწყო გავრცელება აზიისა და ავსტრალიის ტერიტორიაზე. 2019 წელს ის პირველად დააფიქსირეს ჩრდილოეთ ამერიკაშიც. მისი სწრაფი გავრცელების გამო მსოფლიო, შესაძლოა, ბანანის გარეშე დარჩეს.

მარკეტინგული კომპანია AMI-ის ექსპერტების თქმით, კოლუმბიასა და ჰონდურასში პირველი პლანტაციები უკვე დაიხურა. აღსანიშნავია, რომ დაავადება ქიმიკატების დახმარებით არ იკურნება და ამის გამო აუცილებელია ხეების ნიადაგიდან ამოღება მინიმუმ 30-40 წლით.

დაავადების ნიადაგში მცირე რაოდენობით დარჩენის შემთხვევაშიც კი პლანტაციები, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.

ამასთან, სპეციალისტების თქმით, დაავადება სწრაფად ვრცელდება იმ სახეობებში, რომლებსაც ერთმანეთის მსგავსი გენები აქვთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა