თეგებით ძიება
14. 04. 2021 მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი პანდემიის დროს გამდიდრებულებისთვის სიმდიდრის გადასახადის დაწესებას ითხოვს

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერესი მსოფლიოს მთავრობებს მოუწოდებს, „სოლიდარობის ან სიმდიდრის“ გადასახადი დააწესონ, რათა კორონავირუსთან ბრძოლაში უთანასწორობა შეამცირონ და ვაქცინებზე წვდომა გაზარდონ.

ანტონიო გუტიერესმა აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება 5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა.

„ბოლო წლის განმავლობაში, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება 5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა. დაჟინებით მოვუწოდებ მთავრობებს, უკიდურესი უთანასწორობის შესამცირებლად სოლიდარობის ან სიმდიდრის გადასახადის დაწესების საკითხი განიხილონ მათთვის, ვინც პანდემიის დროს გამდიდრდა“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა