ნინუცა მაყაშვილი პროკურატურაში დაიბარეს
მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი პროკურატურაში დაიბარეს.
ინფორმაციას თავად მაყაშვილი ადასტურებს.
საქმე ეხება გადაცემა „ფარულ კონვერტში“ გასულ ინტერვიუს, სადაც მსახიობმა ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა.
გადაცემაში ნინუცა მაყაშვილმა აღნიშნა, რომ 11 წლის წინ მისი ყოფილი მეუღლე, მსახიობი ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის ორსულობის დროს.
ბესო ზანგურმა ყოფილი ცოლის ბრალდებებს სამარცხვინო ტყუილი უწოდა.