თეგებით ძიება
15. 04. 2021 მსოფლიო

რუსეთში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების რაოდენობა 5-მდე გაიზარდა, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სამართალდამცველების წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ცეცხლი ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა. ოჯახში 7 შვილი ჰყავდათ.

გარდაცვლილები არიან რამდენიმე თვის ჩვილი, 7 წლის გოგონა, 6, 4, 2 წლის ბიჭები.

ორმა ბავშვმა გადარჩენა მოახერხა. ისინი დედასთან ერთად კლინიკაში არიან გადაყვანილი, მათ სხეულის დამწვრობები აქვთ მიღებული.

ხანძარი 15 აპრილის ღამეს სოფელ ბიზოვოში მოხდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა