თეგებით ძიება
15. 04. 2021 მსოფლიო

აშშ და გერმანია რუსეთს უკრაინის საზღვრიდან სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდებენ

აშშ და გერმანია რუსეთს, ვითარების დეესკალაციის მიზნით, უკრაინის საზღვრიდან სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდებენ.

ჯო ბაიდენმა და ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადეს და შეშფოთება გამოთქვეს აღმოსავლეთ უკრაინასთან რუსეთის ძალების მობილიზების გამო.

რუსულ მხარეს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გასულ დღე-ღამეში 8-ჯერ დაარღვიეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა