თეგებით ძიება
15. 04. 2021 მსოფლიო

აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და კომპანია SolarWinds-ზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო, აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, სანქციები რუსეთის ათობით მოქალაქეს შეეხება, მათ შორის რუსეთის ხელისუფლებისა და დაზვერვის წარმომადგენლებს.

გარდა ამისა, სანქციები ოცამდე ორგანიზაციას დაუწესდება. არსებული ინფორმაციით, სანქციების დაწესება უკვე დღეს შეიძლება გამოცხადდეს.

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის წყაროები ასევე აცხადებენ, რომ სანქციები აშშ-დან 10 რუსი დიპლომატის გაძევებასაც ითვალისწინებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა