თეგებით ძიება
15. 04. 2021 მსოფლიო

გასული დღე-ღამის მანძილზე ინდოეთში კორონავირუსის 200 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 200 739 შემთხვევა აღირიცხა. ეს პანდემიის დაწყებიდან მსოფლიოს მასშტაბით რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ბოლო 24 საათში ინდოეთში გარდაიცვალა 1 038 კოვიდინფიცირებული.

პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში აღრიცხულია „კოვიდ-19-ის“ 14,1 მილიონი შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.

მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 173 123-ს შეადგენს.

ინდოეთის ფინანსური ცენტრში, ქალაქ მუმბაიში ლოკდაუნია გამოცხადებული. საავადმყოფოებში კი საწოლებისა და ჟანგბადის დეფიციტია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა