თეგებით ძიება
15. 04. 2021 მსოფლიო

თურქეთი უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტში მხარეს არ ირჩევს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტში მხარეს არ ირჩევს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენი ურთიერთობები როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან მშვენიერია. პრობლემების მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად ორივე ქვეყანას ერთი და იმავე შეთავაზებით მივმართავთ. თურქეთის პოზიცია ამ საკითხში მკაფიოა“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქულ ტელეარხ NTV-სთან ინტერვიუში.

რამდენიმე დღის წინ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ დონბასში განვითარებულ მოვლენებს შემაშფოთებელი უწოდა და მისი დასრულების მოწოდებით გამოვიდა.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თურქეთმა და სხვა პასუხისმგებლიანმა ქვეყნებმა უკრაინაში საომარი განწყობები არ უნდა გაამძაფრონ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა