თეგებით ძიება
15. 04. 2021 მსოფლიო

თალიბების თავდასხმის შედეგად ავღანეთში 7 პოლიციელი დაიღუპა

ავღანეთის ბაღდისის პროვინციაში პოლიციის ბლოკსაგუშაგოზე თავდასხმის შედეგად „თალიბანის“ „ბოევიკებმა“ 7 პოლიციელი მოკლეს. ამის შესახებ Ariana News იუწყება.

2 პოლიციელი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თალიბებმა ისინი ტყვედ აიყვანეს.

„თალიბანის“ ინფორმაციით კი მათ პოლიციის 9 თანამშრომელი მოკლეს და 2 ტყვედ აიყვანეს.

ცნობისთვის, 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 2021 წლის 11 სექტემბრამდე ამერიკის ჯარი ავღანეთს დატოვებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა