თეგებით ძიება
15. 04. 2021 მსოფლიო

ჩინეთს ერთი თვის განმავლობაში უკვე მესამე ქვიშის ქარიშხალი ემუქრება

ჩინეთს ერთი თვის განმავლობაში უკვე მესამე ქვიშის ქარიშხალი ემუქრება. ქვეყნის მთავარმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა, მოსალოდნელი სტიქიის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილა და უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდა.
ქვიშის ქარიშხლის მიზეზი მონღოლეთიდან მომავალი ძლიერი ქარია, რომელიც ჰაერში მტვრისა და მშრალი ქვიშის რაოდენობას ზრდის.

უამინდობა ემუქრება სინჯიანგის, ცინგაის, განსუს, შიდა მონღოლეთს, ნინგსიას, შანქსის, პეკინს, ტიანჯინსა და ჰებეის რეგიონებს.

ქვიშის ქარიშხალს დღის ბოლომდე ელოდებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა