თეგებით ძიება
15. 04. 2021 მსოფლიო

კრემლში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას უკანონოდ მიიჩნევენ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონის სასანქციო მისწრაფებებს გმობს და შესაძლო სანქციებს ნაცვალგების პრინციპით უპასუხებს.

„ჩვენ ვგმობთ სასანქციო მისწრაფებებს და მას უკანონოდ მივიჩნევთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ საკითხში ნაცვალგების პრინციპით ვიმოქმედებთ, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ინტერესები“, - აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

დიმიტრი პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესება რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრას ხელს არ შეუწყობს.

დღეს სააგენტო Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და კომპანია SolarWinds-ზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო, აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა