თეგებით ძიება
15. 04. 2021 მსოფლიო

ნატო: რუსეთი უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას განაგრძობს

ნატოს მოკავშირეები მხარს უჭერენ და სოლიდარობას უცხადებენ შეერთებულ შტატებს რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე დღევანდელი გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

„რუსეთი განაგრძობს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქცევის დემონსტრირებას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, მრავალი საერთაშორისო ვალდებულების, მათ შორის ბუდაპეშტის მემორანდუმის დარღვევას. მაგალითად, მოკავშირეთა არჩევნებში ჩარევის მცდელობა, მათ შორის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, ფართო დეზინფორმაციული კამპანიები და მავნე კიბერსაქმიანობა“, - ნათქვამია ნატოს განცხადებაში.

ნატოში აცხადებენ, რომ ალიანსი განაგრძობს თანამშრომლობას რუსეთის ქმედებებზე რეაგირებისთვის. ალიანსი ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები და თავისი საერთაშორისო ვალდებულებები დაიცვას.

ნატო ასევე მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს პროვოკაციები და დაუყოვნებლივ განმუხტოს ვითარება უკრაინის საზღვრებსა და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა