თეგებით ძიება
16. 04. 2021 მსოფლიო

კახა კუჭავა აშშ-ში ვიზიტზე

"ჩვენს მეგობრებს სურთ, იხილონ საქართველო ძლიერი, იმ გზაზე, რომელიც თითოეული ქართველისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ კახა კუჭავამ ჟურნალისტებს აშშ-ში განუცხადა, სადაც საქართველოს დელეგაცია სენტორებს ჯინ შაჰინს და რონ ჯონსონს შეხვდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა, მოვისმინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, მეგობრების მოსაზრებები მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.

მათ სურთ, იხილონ საქართველო ძლიერი; იმ გზაზე, რომელიც თითოეული ქართველისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ეხება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მათთვის მნიშვნელოვანია, მოისმინონ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც განსაკუთრებით ხელისუფლება იღებს და რა თქმა უნდა, ყველა დეტალზე ვისაუბრეთ, რომელიც მათი ინტერესის სფერის წარმოადგენდა, მათ შორის რეგიონულ ჭრილში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენაზე.

ეს ის პრობლემებია, რომლებიც შიგნით უნდა გადაწყდეს და ისინიც ამ პოზიციას გამოხატავენ. მათი მხარდაჭერა ჩვენ გვაქვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კუჭავამ.

შეერთებულ შტატებში ქართული დელეგაციის ვიზიტი 16 აპრილს დასრულდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა