თეგებით ძიება
16. 04. 2021 მსოფლიო

ჩიკაგოს პოლიციამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც პოლიციელი 13 წლის ბიჭს ესვრის (ვიდეო)

ჩიკაგოს პოლიციამ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც 29 მარტს, პოლიციელის მიერ 13 წლის ბიჭის მკვლელობაა ასახული, - ამის შესახებ BBC წერს.

ვიდეოში ისმის ხმა, როგორ ყვირის პოლიციელი „დააგდე!“. ირკვევა, რომ უშუალოდ იმ დროს, როცა ბიჭს ესროლეს, მას იარაღი ხელში არ სჭერია, თუმცა, გავრცელებულ კადრებში იარაღი ბიჭის სიახლოვეს ჩანს.

დაღუპული მოზარდი ლათინოამერიკელი ადამ ტოლედოა. შემთხვევას მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა