თეგებით ძიება

პნევმატური იარაღი, რომლითაც თავდამსხმელი ბანკში შეიჭრა, მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძინა "ნისიად" - ვინ არის საქართველოს ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი?

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, საქართველოს ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი არის 28 წლის ნიკა წურწუმია, რომელიც ცხოვრობს ზუგდიდში.

ტელეკომპანიის ჟურნალისტის ცნობით, წურწუმიამ თავდასხმა განახორციელა პნევმატური იარაღით, რომელიც თავდასხმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნისიად შეიძინა ბანკში შესვლამდე.

შეგახსენებთ, ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი დაკავებულია. მისი განიარაღება მოხდა თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, შალვა ბედოიძის მიერ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა