თეგებით ძიება
16. 04. 2021 მსოფლიო

70 000$ ერთკვირიანი თანაცხოვრებისა და 50 000 000$ ჰომოსექსუალზე გათხოვებისთვის - ამერიკელი მოდელი, რომელიც სოცქსელში უამრავ შეთავაზებას იღებს

26 წლის ვაშინგტონელმა კრისტა შიფმანი, ქმარს გაეყარა და 2020 წლის სექტემბრიდან სოციალურ ქსელ OnlyFans-ში გაწევრიანდა, სადაც გამომწერებს პირად ჩათში თამამ ფოტოებს უზიარებს. იგი ამის სანაცვლოდ სხვადასხვა საჩუქრებს იღებს და ხშირად რომანტიკულ პაემნებზეც პატიჟებენ, თუმცა, ის ამაზე არ თანხმდება. კრისტას თქმით, მას ბევრი ისეთი გამომწერიც ჰყავს, რომლებიც დიდ თანხას მასთან უბრალოდ საუბარში იხდიან.
იგი თავს თავს წარმატებულ მოდელად თვლის და სამხედრო ჰოსპიტალში სამსახურიც კი მიატოვა.
კრისტას თქმით, შეხვედრას მას ორივე სქესის წარმომადგენლები სთხოვენ, რისთვისაც მზად არიან ფული არ დაიშურონ.

თუმცა, მას ბანალური პაემნების გარდა საკმაოდ სკანდალური შეთავაზებებიც ჰქონდა.

ერთხელ, მამაკაცმა ერთი კვირის განმავლობაში მის სახლში ცხოვრების სანაცვლოდ 70 000 დოლარი შესთავაზა. თუმცა კრისტამ ჩათვალა, რომ ეს პროსტიტუციის შემოთავაზება იყო, ამიტომ მთხოვნელი უარით გაისტუმრა.

ანალოგიური შეთავაზებას ქალისგანაც მიუვიდა, რომელიც 100 000$-ს რამდენიმე კვირიან ურთიერთობაში იხდიდა.

თუმცა ყველაზე უცნაური შეთავაზება მას ჰომოსექსუალი მამაკაცისგან მიიღო, რომელმაც მას ცოლად გაყოლა შესთავაზა, სანაცვლოდ კი 50 მილიონ დოლარს მიიღებდა.

"ამასთან, მე უფლება მქონდა, შევხვედროდი და სექსუალური ურთიერთობა მქონოდა, ვისთანაც მინდოდა. ოღონდ ეს მის სახლში არ უნდა მომხდარიყო და იქ უცხო პირები არ უნდა მიმეყვანა", - განაცხადა მოდელმა.








თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა