თეგებით ძიება
16. 04. 2021 მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახიფათო შტამი აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახიფათო შტამი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შტამი, რომელშიც კორონავირუსმა ორმაგი მუტაცია განიცადა, პირველად ინდოეთში დაფიქსირდა. ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში ამ შტამით 77 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის 73 ინგლისში, 4 კი შოტლანდიაში.

პარალელურად, დიდ ბრიტანეთში ვრცელდება სამხრეთაფრიკული შტამიც, რომლითაც უკვე 600 ადამიანი დაინფიცირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა