თეგებით ძიება
16. 04. 2021 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი: მზად ვართ მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის

"დონბასში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, უკრაინა მზად არის მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში.

„ახლა შიში არ შეიძლება იყოს, ვინაიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გაფართოების ნებისმიერი მცდელობა ევროპის უსაფრთხოებაზე დარტყმას ნიშნავს. ამას კონტინენტის თითოეული ქვეყანა იგრძნობს. მზად ვართ მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის. ჩვენთან ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს. ეს სასტიკი ომია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში, დონბასში კონფლიქტის ესკალაციას 30-მდე უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა.

„აღმოსავლეთ საზღვართან და ყირიმში რუსეთმა დაახლოებით 80 ათასი სამხედრო განათავსა. ევროპის ინტერესებში არ შედის, რომ ასეთი სამხედრო პოტენციალი პირდაპირი დანიშნულებით იყოს გამოყენებული“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა