თეგებით ძიება
16. 04. 2021 მსოფლიო

პარიზში მაკრონისა და ზელენსკის მოლაპარაკებები დაიწყო

პარიზში, ელისეს სასახლეში საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ემანუელ მაკრონი და ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერთან ვიდეოკონფერენციას გამართავენ.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. 1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა