ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო
ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც ორივეს, მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო აცხადებს
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო სოციალურ ქსელში აღნიშნავს, ეს არის საქართველოს წინ წასაყვანად ერთადერთი გზა.
„ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც ორივეს მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული. ეს არის საქართველოს წინ წასაყვანად ერთადერთი გზა. ვაშინგტონში ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორად დახასიათება იმედგაცრუებას იწვევს“, – წერს ბიურო „ტვიტერში“.