თეგებით ძიება

"ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია პოლიტიკურ ნოკდაუნში ჩააგდო - გურამ მაჭარაშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია პოლიტიკურ ნოკდაუნში ჩააგდო", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმაპარტიამ ოპოზიციას არ დაუტოვა არანაირი შანსი, გარდა იმისა, რომ შევიდეს საქართველოს პარლამენტში ან აღიაროს, რომ მათი მიზანი არც არასდროს ყოფილა პოლიტიკური შეთანხმება.

უმრავლესობის დეპუტატის ვარაუდით, ოპოზიცია მინიმუმ ორ ნაწილად დაიყოფა – „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც სურს ხელისუფლებაში მოსვლა, ამ დოკუმენტზე ხელმოწერით კი, ეს შეუძლებელია და დანარჩენი პარტიები, რომელთაც სურთ პარლამენტში შესვლა და ამ დოკუმენტზე ხელმოწერით ეს შესაძლებელია.

"ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროს განცხადება. არჩევანი მათზეა, თუ ისინი ვერ გაბედავენ და ვერ დააღწევენ თავს „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგს და არ მოაწერნ ხელს დოკუმენტს, ვერ შემოვლენ პარლამენტში, ისინი პოლიტიკური თვითლიკვიდაციის გზას დაადგებიან, რაც არ მგონია, რომ ასე მოხდეს", - განაცცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. პარტიის ლიდერებმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ დაადასტურეს, რომ შეთავაზებულ საკითხებს ეთანხმებიან და მზად არიან ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტში გააგრძელონ მუშაობა.

დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მზაობა გამოთქვა პარტია "ევროპელმა სოციალისტებმაც".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა