თეგებით ძიება

19 აპრილს ოპოზიცია 15 მაისის აქციის გეგმას გააჟღერებს

19 აპრილს გაერთიანებული ოპოზიცია მოსახლეობას ახალ შტაბსა და 15 მაისს დაგეგმილი აქციის სტრატეგიას წარუდგენს.

"19 აპრილს მოხდება, საერთო ოპოზიციური პოლიტელიტის შეკრება, რიყეზე, ამფითეატრში, სადაც იქნება ის სტრატეგია ხმამაღლა გაჟღერებული, თუ რას ვაპირებთ 15 მაისს. ხოლო, 15 მაისს მთელ საქართველოს ველოდებით რუსთაველის გამზირზე, მაგრამ ამის სწორი დაგეგმვისათვის, დღეს ჩატარდა აუცილებელი ღონისძიებები და გაიცვალა ის აზრები, რომელიც საჭირო იყო გაერთიანებულიყო", - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა