თეგებით ძიება

რა შემთხვევაში მოაწერენ ოპოზიციური პარტიები დანიელსონის დოკუმენტს ხელს

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ,"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რა შემთხვევაში მოაწერს ოპოზიცია დანიელსონის დოკუმენტს ხელს.

მინაშვილის თქმით, ესაა ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. როგორც მინაშვილი ამბობს, რომელიმე ერთი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ოპოზიცია დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

ოპოზიციამ დღეს 15 მაისის აქციის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა