თეგებით ძიება

ვინ აფინანსებს გიორგი გახარიას?

ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც პოლიტიკაში დარჩენა დააანონსა, ერთ-ერთი დამფინანსებელი საკონსულტაციო კომპანია ეპიკ ამბასადორია.

"შაბათის ფორმულას" ინფორმაციით, კომპანიის ტოპ მენეჯმენტში ქართულ ოცნებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი გვარები ფიგურირებენ.

დღეს "შაბათის ფორმულამ" ეპიკ ამბასადორისგან ექსკლუზიურად მიიღო წერილი. ისინი ღიად გამოხატავენ გახარიას მიმართ სიმპათიას და მას პროდასავლურ ლიდერად მოიხსენიებენ.

ეს კომპანია დაფუძნდა 2019 წელს და მისი მთავარი ფუნქცია არის კონსულტაციების გაწევა სხვადასხვა მიმართულებით. შაბათის ფორმულას ცნობით, ეს კომპანია უწევს კონსულტაციას გახარიას ახალ გუნდს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა