კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას - აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა
საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:
„მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზეა გამოქვეყნებული.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შედგენილ დოკუმენტს „ქართულმა ოცნებამ“ ხელი უკვე მოაწერა, ხოლო ოპოზიცია დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებს.