თეგებით ძიება

სენატორები: აუცილებელია მოლაპარაკება ორივე მხარემ კეთილსინდისიერად აწარმოოს

"ამერიკის ხმამ" სენატორებს, ჯინ შაჰინს და რონ ჯონსონს ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტის შეფასება სთხოვა.

შაჰინი და ჯონსონი იმედს გამოთქვამენ, რომ ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ.

"იმედს ვიტოვებთ, რომ მიმდინარე ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება. აუცილებელია, ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის შესაქმნელად", - აღნიშნულია წერილობით კომენტარში.

აშშ-ში სამუშაო ვიზიტით ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა - ის 12 აპრილს გაემგზავრა და სენატორებს: ჯიმ რიშს და ჯინ შაჰინს, ასევე, კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს ხშირად აკრიტიკებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა