"ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შეხვედრა დროებით გადაიდო
ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" შეხვედრა დღეს, 17:00 საათამდე გადაიდო. შეხვედრა 14:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა უცნობია, რა მიზეზით მოხდა განრიგის ცვლილება.
"ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მონაწილეობით გაიმართება.