თეგებით ძიება
18. 04. 2021 მსოფლიო

ვაქცინაციის შემდეგ, ისრაელში, ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის უმრავლესობის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ, ღია სივრცეებში პირბადის ტარება ნებაყოფლობითია, თუმცა დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება ჯერ ისევ სავალდებულოა.

გარდა ამისა, სრულად გაიხსნა სკოლები. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს გაკვეთილის განმავლობაში პირბადე უნდა ეკეთოთ, სპორტის გაკვეთილებზე, სასადილოსა და შესვენებაზე კი პირბადის გარეშე შეუძლიათ ყოფნა.

ცნობისთვის, ვაქცინაციის პროცესი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე სწრაფად და წარმატებულად სწორედ ისრაელმა გაიარა.
ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკვე აცრილია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა