„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა ისევ გადაიდო
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის 17:00 საათზე დანიშნული შეხვედრა გადაიდო. უცნობია მიზეზი, თუ რატომ გადაიწია შეხვედრის დრო 19:00 საათამდე.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თავდაპირველად 14:00 საათზე დაანონსდა, შემდეგ კი 17:00 საათამდე გადაიწია.
შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში უნდა შედგეს, მას აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები დაესწრებიან.